ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არავის ემუქრება, თავის ბირთვულ პოტენციალს ავითარებს

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არავის ემუქრება, თავის ბირთვულ პოტენციალს ავითარებს

რუსეთი არავის ემუქრება, ის თავის ბირთვულ პოტენციალს ავითარებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.­
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში „ბურევესტნიკის“ რაკეტისა და „პოსეიდონის“ წყალქვეშა აპარატის შემქმნელები დააჯილდოვა.
„ჩვენი ქვეყანა არავის ემუქრება. რუსეთი, ისევე როგორც ყველა სხვა ბირთვული სახელმწიფო, თავის ბირთვულ და სტრატეგიულ პოტენციალს ავითარებს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთში „ბურევესტნიკის“ მსგავსი ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტების ახალ თაობაზე მუშაობა დაიწყო.
„უკვე დაიწყო ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტების შემდეგ თაობაზე მუშაობა. მათი სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე სამჯერ მეტი იქნება და პერსპექტივაში შეიძლება ისინი ჰიპერბგერითი რაკეტები გახდნენ “, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.