ვლადიმერ პუტინი – შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს

შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია.
„დიახ, მე ვთქვი, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის“ შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„არსაითკენ მიმავალი გზა არის, თუ შეხვედრებს უბრალოდ [უკრაინის] ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან გამართავ. ამაზე უარი არასდროს მითქვამს, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და გარკვეულ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება