ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე მართვას განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით.
ამასთან, აშშ-ის ინიციატივით, ორივე მხარე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
შეგახსენებთ, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.