არ ვიცი, სამართლებრივად როგორ იქნება ისე მოწყობილი, რომ ზურაბიშვილი დაიკითხოს, მე არ ვარ მომხრე, წარსულში ასე ვიქექოთ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

უნდა გამოიკითხოს თუ არა, 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – ამ საკითხზე ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ “წარსულში ქექვა არ არის საჭირო, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე წარსული აქვს”.
“მე არ ვიცი, სამართლებრივად, როგორ იქნება ისე მოწყობილი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაიკითხოს. მე არ ვარ მომხრე, წარსულში ასე ვიქექოთ, მძიმე წარსული გვაქვს და ქექვა რომ დავიწყოთ, ცუდ შედეგამდე მივალთ. ამიტომ, მომავალს უნდა შევხედოთ და წარსულს თავი დავანებოთ,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევაზე, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული