ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იულია ნავალნაიას ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის ციხეებიდან 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხუთშაბათს ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას, ესაუბრა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და განაცხადა, რომ გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან რუსეთსა და მთელ მსოფლიოში.
ჰარისმა შეაქო გამბედაობა ნავალნაიასი, რომელიც აგრძელებს "თავისი ქმრის საქმიანობას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის რუსეთში", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge – ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.