Reuters – კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს.
ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების 99%-მა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის პროცესი ონლაინ ფორმატში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კამალა ჰარისის კანდიდატურა ახლა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა ყრილობამ უნდა დაადასტუროს, რომელიც 19 აგვისტოს დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება