ვიცეპრემიერის თქმით, ბოიკოტს არ გამოუცხადებენ ეუთოს მინისტერიალს, რომელსაც ლავროვი ესწრება

ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას ეუთოს მინისტერიალში, რომელსაც ს საგარეო საქმეთა მინისტრიც, დაესწრება.
“თქვენ გინდათ მხოლოდ სკანდალის შექმნა, რომელიც არ გამოგივათ. საქართველო მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ საქართველოს ინტერესების გამოხატვას”. – თქვა დავითაშვილმა.
ლავროვის მონაწილეობის გამო, ლიტვის, ლატვიის, სა და უკრაინის საგარეო მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ეუთოს მინისტერიალს. რუსეთის საგარეო უწყების მეთაურის შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით გასულ დღეს საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა
ამ თემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბალტიისპირეთისა და უკრაინის ბოიკოტისა, ქვეყანამ უარი არ უნდა თქვას მინისტერიალში მონაწილეობაზე, რადგან ამ გზით გამახვილდება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.
“ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ ხომ გაუგებარი იქნება ასეთი რამ… ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”. – თქვა მ.
27 ნოემბერს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ გეგმავდა სკოპიეში ჩასვლას. ლავროვის ეს ვიზიტი რიგით მესამეა 2022 წელს რუსეთის მიერ ში შეჭრის შემდეგ, რომელიც NATO-ს წევრ ქვეყანაში შედგება. რუსეთის საგარეო მინისტრი იქამდე თურქეთში და -ში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა.