„ვიჩქარეთ ადამიანების გაშვება პოლიტსაბჭოდან, მოვუწოდებ დაბრუნდნენ, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა:
“ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აჩვენოს საუკეთესო რაც შეუძლია, როგორც პარტიამ და ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. […] ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია ….. პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ