გიგი უგულავა: თუ გვინდა, ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება.“
„ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, მას წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, რადგან ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რასაც მთელი წელია, ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა.
დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ „ბარდაგს“ ვუსვამთ წერტილს, ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას“, – აცხადებს უგულავა ჟურნალისტებთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ