ვიქტორ ორბანი – უკრაინის დაზვერვა უკვე უნგრელების სმარტფონებშია, ამას არ დავუშვებთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის დაზვერვის სამსახურს ოპოზიციური პარტია „ტიზას“ მეშვეობით უნგრელების სმარტფონებში „შეღწევაში“ ადანაშაულებს.
„უკრაინის დაზვერვა არა მხოლოდ აკვირდება უნგრეთს, არამედ ქვეყანაში პრო-უკრაინული პარტია „ტიზას“ მეშვეობითაც შეაღწია“, – აცხადებს ორბანი.
მისი მტკიცებით, უკრაინის დაზვერვამ შეაღწია უნგრეთის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევენ თავიანთ მოკავშირეებს, რათა ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარონ.
„ერთხელ ვთქვით, რომ „რუსები უკვე საკუჭნაოში არიან“, ახლა უნდა ვთქვათ: უკრაინელები უკვე თქვენს სმარტფონში არიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!“- აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ