ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების საკითხზე მუხრუჭი ამოვწიე და ვთხოვე ევროკავშირის ლიდერებს გაეგოთ, რომ ამის გაგრძელება არ შეიძლება - არ არის კარგი, რომ ჩვენ ვიხდით უკრაინის დახმარების ფასს და ისინი გვიქმნიან პრობლემებს

ვიქტორ ორბანი - რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების საკითხზე მუხრუჭი ამოვწიე და ვთხოვე ევროკავშირის ლიდერებს გაეგოთ, რომ ამის გაგრძელება არ შეიძლება - არ არის კარგი, რომ ჩვენ ვიხდით უკრაინის დახმარების ფასს და ისინი გვიქმნიან პრობლემებს

უნგრეთს სურს, ევროკავშირმა დაარწმუნოს უკრაინა, რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანზიტი განაახლოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ სანქციებმა უნგრეთს 19 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.
„ახლა დღის წესრიგში დგას სანქციების გახანგრძლივების საკითხი. მუხრუჭი ამოვწიე და ვთხოვე ევროკავშირის ლიდერებს გაეგოთ, რომ ამის გაგრძელება არ შეიძლება. არ არის კარგი, რომ ჩვენ ვიხდით უკრაინის დახმარების ფასს და ისინი გვიქმნიან პრობლემებს. ვთხოვთ მათ, დაარწმუნონ უკრაინა, განაახლონ გაზის ტრანზიტი“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ბუდაპეშტს ასევე სურს გარანტიები, რომ უკრაინა არ შეაჩერებს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს.
Reuters-ი წერს, რომ უნგრეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მიმდინარე თვის ბოლოს მხარი სანქციების გახანგრძლივებას. ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს სანქციებს და ეს ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.