ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ორბანი ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში დაბლოკავს, ნათელი გახდება, რომ ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენთან - დონალდ ტუსკი

თუ ორბანი ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში დაბლოკავს, ნათელი გახდება, რომ ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენთან - დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისრის, დონალდ ტუსკის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარასთან დაკავშირებით, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს.
„ორბანი თუ ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი გახდება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის, ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში. ყველა იმ შედეგით, რაც მოჰყვება ამ ფაქტს“, – წერს პოლონეთის დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.