ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - ევროპა სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ

ვიქტორ ორბანი - ევროპა სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ

ცხელი შემოდგომა გველოდება. ევროპა სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს, სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი იფიტება. არ გვითხრეს, რა დაჯდება ეს ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ დანიაში განაცხადეს, რომ უნგრეთს ეს არ სურს.
„დანიაში ნათლად განვაცხადე: ჩვენ ეს გვინდა. მას შემდეგ მათ უნგრეთის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. არსენალი ფართოა: ჯაშუშობის ბრალდებები, ყალბი ამბების სკანდალები და იურიდიული მანიპულაციები. არ შეიძლება უმოქმედოდ ვიყოთ! კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.