არქივი25 იანვარი, 2026, 13:40
ვიქტორ ორბანი: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია

„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი ომში უნგრეთის ჩათრევას ცდილობს.
„ისინი ცდილობენ დაამარცხონ რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად - იარაღი, ფული. ახლა უკვე სამხედროების გაგზავნასაც აპირებენ უკრაინაში საჭიროების შემთხვევაში. ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ორბანმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.