ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზები განვიხილე - დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უკრაინაში მშვიდობის შესახებ ესაუბრა.
„სამშვიდობო მისია 5.0. პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მარ-ა-ლაგოში სტუმრობა. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას!“- წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ტრამპმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ორბანს და დასძინა, რომ მშვიდობა უნდა დადგეს რაც შეიძლება სწრაფად.
"გმადლობთ, ვიქტორ. მშვიდობა უნდა იყოს და სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!" - აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.