ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს - ვიქტორ ორბანი

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.
ვიქტრო ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს.
„მშვიდობის მისია 5.0. დიდი პატივი იყო პრეზიდენტ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში დღეს. განვიხილეთ მშვიდობის დამყარების გზები. დღის კარგი ამბავი, ის აპირებს მის მოგვარებას!” – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
შეხვედრაც დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ უკრაინის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.
„მადლობა, ვიქტორ. უნდა იყოს მშვიდობა და სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – წერს დონალდ ტრამპი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.