ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - დონალდ ტრამპს ტელეფონით ვესაუბრე - დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის

ვიქტორ ორბანი - დონალდ ტრამპს ტელეფონით ვესაუბრე - დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ კანდიდატს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
უნგრეთის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მას და დონალდ ტრამპს დიდი სამომავლო გეგმები აქვთ.
„ახლახან მქონდა პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან არჩევნების შემდეგ. დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის!“ - აცხადებს ორბანი.
შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.