არქივი6 ნოემბერი, 2024, 11:50
ვიქტორ ორბანი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უზარმაზარ გამარჯვებას ვულოცავ! ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა

აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უზარმაზარ გამარჯვებას ვულოცავ! ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.