ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სოციალ-დემოკრატი კატარინა ბარლი აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმებას აკრიტიკებს. გერმანელი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია.
კატარინა ბარლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება შეერთებულ შტატებზე ევროკავშირის სტრუქტურულ დამოკიდებულებას გაზრდის. ბარლის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტარიფები, არამედ ევროპის „სტრატეგიული სუვერენიტეტის“ შენარჩუნებაც.
„ეს შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია. კომისია უზარმაზარ ზეწოლას დაემორჩილა. თანასწორი პირობებით სამართლიანი შეთანხმების ნაცვლად, ახლა ჩვენ გვაქვს კომპრომისი, რომელიც ტვირთად აწვება ევროპის ძირითად ინდუსტრიებს და კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს სტრუქტურულ დამოკიდებულებას აშშ-ზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია კრიტიკულ ტექნოლოგიებში, ევროპის ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ევროპა მსოფლიოში საკუთარი თავის ჭეშმარიტად დამკვიდრებას“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”