ვიქტორ ორბანის თქმით, დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს ტელეფონით და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს

უნგრული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს ტელეფონით და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს.
მან განმარტა, რომ უნგრეთი ევროკავშირს მაშინ დატოვებს, როცა გარეთ ყოფნა უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე – შიგნით
ორბანის თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტს გაუზიარა, რომ უნგრეთი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირის შიგნით ყიდის და მაშასადამე, ევროკავშირის დატოვება ქვეყნისთვის ამად არ ღირს
ხოლო აუდიტორიიდან დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ ევროკავშირთან მიმართებით ასეთი სახის გადაწყვეტილება მხოლოდ წინდახედული მსჯელობის შემდეგ შეიძლება იყოს მიღებული
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ის ევროკავშირის დატოვებას გადაწყვეტს, მას უბრალოდ ინიციატივის გამოჩენა დასჭირდება, თუმცა უნგრეთის პრემიერის თქმით, საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?