ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოსამზადებლად უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოსამზადებლად უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს.
„თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით“, - განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, იგი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.