ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვის მისცეს ხმა კალჩოს ვარსკვლავებმა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე? - ოსიმენის მოულოდნელი პასუხით ყველა გაოცდა [VIDEO]

4 დეკემბერს იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გასული სეზონის სერია A-ს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა.
საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიას კი სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი მიანიჭეს.
დაჯილდოვების შემდეგ წამყვანმა სერია A-ს ვარსკვლავებს ჰკითხა, თუ ვის მისცეს ხმა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში.
ოსიმენის პასუხმა ყველა გააოცა, რადგან ნიგერიელმა აღნიშნა და მხარი საკუთარ თავს დაუჭირა. რაფა ლეაომ, ხვიჩა კვარაცხელიამ, ალესანდრო ბასტონიმ და მაიკ მენიომ ასევე თქვეს, რომ ხმა ნიგერიელს მისცეს.
ხვიჩა კვარაცხელიას სასიკეთოდ არჩევანი ჯოვანი დი ლორენცომ, სტანისლავ
ლობოტკამ და ჰაქან ჩალჰანოღლუმ გააკეთეს, ნიკოლო ბარელას ხმა კი ჯოვანი დი ლორენცომ მოიპოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.