ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვის ეკუთვნის ახალი ქართული რესტორანი მანჰეტენზე, სადაც "დედა ხინკლის" დაგემოვნებაა შესაძლებელი

ვის ეკუთვნის ახალი ქართული რესტორანი მანჰეტენზე, სადაც "დედა ხინკლის" დაგემოვნებაა შესაძლებელი

,,უზარმაზარი პელმენი, რომელსაც დაბადების დღის ბუშტივით დიამეტრი და ბრწყინვალება აქვს“,- ასე ეხმიანება ამერიკული გამოცემა The New Yorke მანჰეტენზე გახსნილი ახალი ქართული რესტორნის საფირმო კერძს- ,,დედა ხინკალს“.
კერძის მიმომხილველი, ცნობილი food ბლოგერი, ჰელენ როზნერი წერს, რომ მომხმარებელს „დედა ხინკალის“ შეკვეთის შემდეგ ვერცხლის ხანჯლით მომარჯვებული მიმტანი ემსახურება, რომელიც დიდ ხინკალს თავს დემონსტრაციულად აჭრის, შიგნით კი 6 პატარა ზომის ხინკალია. „დედა ხინკლის“ გემო ჩვეულებრივი ხინკლისგან არ განსხვავდება.
Ny- ის მიხედვით, რესტორანი „ლალიკო“, სადაც სტუმრებს „დედა ხინკლის“ დაგემოვნება შეუძლიათ, ბიზნესმენ გურამ ონიანის პირველი ამერიკული პროექტია, რომელიც მარტში გაიხსნა.
გურამ ონიანი საქართველოსა და რუსეთში 30-მდე ბიზნესს ფლობს; მათ შორის „Guliani Group“-ს, რომელიც ბიზნესმენმა 2011 წელს დააფუძნა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.