„ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული” – რუხაძის კითხვა – უპასუხეთ, მდინარაძე, აინტერესებს ბიზნესს

ბიზნესმენა და ტელეკომოანია “იმედის” მფლობელმა, ირაკლი რუხაძე, ყოფილი პრემიერის შესახებ დასმულ კითხვას, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, ტვ პირველთან უპასუხა და თქვა:
„ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული, შეგიძლიათ მითხრათ? ჰოდა, ეგ მინდა რომ გავიგო. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს [უკანონო შემოსავლის ლეგალიზება] მართლა, არ ვიცი. მე მინდა ბოლომდე გავერკვიო, რა ხდება ჩვენ თავს. ცუდია, რაც ხდება, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გამოვიძიოთ და მერე გავიგოთ, რა ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიზნესი ამას, ასე ვერ ვამჩნევთ. როგორც პროკურორს მეკითხებით, როგორც მოსამართლეს, თუ როგორ? როგორც ბიზნესი, მე ვერ ვგრძნობ-მეთქი ამას და ეგ მიკვირს.
ბიზნესი ამას პრობლემად მაინც და მაინც არ თვლის. ჩვენ ძალიან კარგი კორუფციის მაჩვენებელი გვაქვს, რომლითაც ჩვენ გვზომავენ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია ბიზნესგარემო იმ კუთხით, რომ გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არის ოფიციალურად ოპოზიციის მხარდამჭერი და რომლებიც ასევე არ ლაპარაკობენ კორუფციაზე. მე არ გამიგია ანუ მთავრობა ლაპარაკობს მხოლოდ და როცა მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და ბიზნესმა არ ვიცით, რა ხდება, მე ჯერ უნდა გავიგო, ვინ იყო… მე კი არ ვიძახი, არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ…
ირაკლი რუხაძეს ისეთი კითხვები აქვს, იმდენ დეტალს ითხოვს, კომენტარის გაკეთებისგან, მის კითხვებს მდინარაძე თუ უპასუხებს მამუკა, სუსის ამჟამინდელი უფროსი. ბატონმა რუხაძემ არ იცის, ალბათ, რომ ჟურნალისტებს კი არა, მდინარაძეს და კობახიძეს უნდა დაუსვას ეს კითხვები, ან ერიდება? – უპასუხეთ, ბატონო მამუკა, აინტერესებს ბიზნესს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ