არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი – კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? – ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ

კითხვა მაქვს თქვენთან: სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ, – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კითხვა მაქვს თქვენთან: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რით ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე?! დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მოპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება