არქივი4 თებერვალი, 2026, 14:04
ვინ იქნება "ფასების საპარლამენტო კომისიაში" - სია

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის შემადგენლობა ცნობილია.
- კომისია 14 წევრისგან შედგება, აქიდან 7 წევრი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია, 3 - "ხალხის ძალასა" და ფრაქცია "საქართველოსთვის" 3-3 წევრი ეუოლება კომისიაში. ერთი წევრი მოხვდა "ევროპელი სოციალისტებისგან".
- "ქართული ოცნება" - შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ზაზა ლომინაძე, მაია ბითაძე;
- "საქართველოსთვის" - ქეთევან გვარაკაძე, გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე;
- "ხალხის ძალა" - დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი;
- "ევროპელი სოციალისტები" - ილია ინჯია.
საპარლამენტო კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.