ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია 14 წევრით დაკომპლექტდება

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობა 14 წევრით განისაზღვრა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაადგინა.
14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ – 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ – 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – ერთი წევრი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, რომელიც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შემდეგ კომისია დაკომპლექტება და მუშაობას მიმდინარე კვირასვე დაიწყებს.
საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ