ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ იმღერა და ვინ იმღერებს “ოცნების” მხარდამჭერ კონცერტზე? – ცნობილია ხელისუფლების მხარდამჭერი მომღერლების შემადგენლობა

"ქართული ოცნება” წინასაარჩევნო მარათონშია და რეგიონებში მცხოვრებლებს გასართობად კონცერტებსაც სთავაზობს.

ერთ-ერთი მხარდამჭერი კონცერტი დუშეთში გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები და ბენდები:

ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე და ჯგუფი NEW ONE.

მანამდე, მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა ამბროლაურშიც, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად აქ ჯგუფი “გუფი ლენდი” გაიხარჯა.

კონცერტი დაგეგმილია ონშიც. 27 აგვისტოს, ქალაქ ონში “ქართულ ოცნებას” საკუთარი შემოქმედებით მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანსამბლი “გორდელა”, ჯგუფი “მიქსტურა”, მომღერალი სალომე ბაკურაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი და “თეატრალური კვარტეტი”.

კონცერტები ასევე დაგეგმილია, მომდევნო დღეებშიც, თიანეთში, მცხეთაში, ოზურგეთში, წალკაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, დმანისსა და ბოლნისში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.