ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი წერეთელი - ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, რა შედეგს მოიტანს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დარჩენა

გიგი წერეთელი - ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, რა შედეგს მოიტანს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დარჩენა

ეს არის გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი - ოპოზიციის გამარჯვება და მეორე - ხელისუფლების გაგრძელება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
მისივე თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება, როგორ წავა ქვეყანა - გავხდებით ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ კვლავ ვიტრიალებთ რუსეთის ორბიტაზე.
„მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რატომ არის ეს წელი და ეს არჩევნები გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წავა ქვეყანა წინ, როგორ იქნება ის ინტეგრირებული დასავლეთთან, ვიქნებით თუ არა ჩვენ მომავალში ევროკავშირის წევრი, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, გვექნება თუ არა ამის პერსპექტივა, თუ ჩვენი პერსპექტივა იქნება ისევ ვიტრიალოთ რუსეთის ორბიტაზე და ვიყოთ დისტანცირებული დასავლეთისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომავლის და პერსპექტივის მომტანია - ეს იქნება ქვეყნის უკუსვლა და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის. ამიტომ ეს არის სწორედ გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი - ოპოზიციის გამარჯვება და მეორე - ხელისუფლების გაგრძელება,“ - განაცხადა წერეთელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.