არქივი20 აგვისტო, 2024, 12:42
ვინ არის ბათუმელი ახალგაზრდა, რომელიც ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
ჩოხატაურში, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე ემსხვერპლა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, პირი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, კურცხალიძე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.