"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, იცოდეთ, რომ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ" - ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე
"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ... იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორით, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ...
მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ..."
ასე ეხმაურება შეფ ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონსა და აქციას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.