ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მარა არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგეხარ…“ – ლუკა ნაჭყებია

„ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მარა არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგეხარ…“ – ლუკა ნაჭყებია
ცნობილი შეფ-მზარეული, ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ… ან ვერ იღებთ.. იცოდეთ
მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…
მეც მეშინია რო შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარებები დაუკეტონ…
მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი…
სპორტსმენებო, არტისტებო , საზოგადო სახეებო ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მარა არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგეხარ…“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.