ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიმედოვნებ, ახლად არჩეულ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ გაწევრიანების პროცესის აღსადგენად - პაველ ჰერჩინსკი

ვიმედოვნებ, ახლად არჩეულ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ გაწევრიანების პროცესის აღსადგენად - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განახლდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე 27 ევროპული ქვეყნის ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პრობლემური განვითარებების საპასუხოდ. მისი თქმით, გასულ თვეებში გაწევრიანების მიმართულებით ბევრი დრო დაიკარგა.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან ერთად, რათა აღდგეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი. სამწუხაროდ, გასულ რამდენიმე თვეში ბევრი დრო დაიკარგა, გაწევრიანების პროცესი გაჩერდა. ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ“,- განაცხადა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.