ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა

პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა

ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური და მიიღებენ თუ არა ევროკავშირის ლიდერები საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ელჩმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს.
„უნდა დაველოდოთ გაფართოების ანგარიშს. თუმცა, გავიმეორებ, რაც უკვე მითქვამს, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“, - აღნიშნა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.