ვილნიუსის აეროპორტმა დრონების გამო მუშაობა ორჯერ შეაჩერა – მედია

ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტმა დრონების სავარაუდო შეღწევის გამო მოკლე პერიოდით მუშაობა ორჯერ შეაჩერა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
როგორც „ლიეტუვის აეროპორტების“ წარმომადგენელმა რასა პეტრაუსკაიტემ განაცხადა, შემთხვევა გუშინ მოხდა. საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 19:14 დაიკეტა, ხოლო 19:37 გაიხსნა.
„სავარაუდოდ, დრონები დააფიქსირეს, ამიტომაც დროებით დაკეტეს საჰაერო სივრცე. ერთ თვითმფრინავს გაფრენა დააგვიანდა“, – თქვა პეტრაუსკაიტემ.
მისი განცხადებით, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის რეისი გადაიდო.
ვილნიუსის პოლიციაში განაცხადეს, რომ 19:17 მათ მიიღეს შეტყობინება აეროპორტთან სიახლოვეს, ცაში მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ. სამართალდამცველები ადგილზე გამოცხადნენ, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
პეტრაუსკაიტეს თქმით, ეს დრონებთან დაკავშირებით ერთ დღეში მეორე ინციდენტი იყო. მანამდე აეროპორტი მოკლე დროით დღისით დაიკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია