ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებში, დრონების დაფიქსირების გამო, რეისები შეფერხდა

კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებში, დრონების დაფიქსირების გამო, რეისები შეფერხდა

კოპენჰაგენის აეროპორტმა დღეს დილით ადრე მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც დრონების დაფიქსირების გამო, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ყველა აფრენა და დაშვება შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეფერხებები გაგრძელდება და ზოგიერთი ავიარეისის გაუქმება შენარჩუნდება, ამიტომ მგზავრებმა ინფორმაცია თავიანთ ავიაკომპანიებთან უნდა გადაამოწმონ.
„პოლიციამ ინტენსიური გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რა სახის დრონებია ეს. დრონები გაუჩინარდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილემ იაკობ ჰანსენმა.
კოპენჰაგენის აეროპორტის გარდა, დრონების დაფიქსირების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ოსლოს აეროპორტშიც. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ავიარეისი უახლოეს აეროპორტში გადამისამართდა.
კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილის განცხადებით, დანიისა და ნორვეგიის ხელისუფლება ითანამშრომლებს იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი ორ ინციდენტს შორის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.