ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიკა ბუკია: ყაველაშვილის ვიდეოც ჩავუგდე, სადაც დედაზე იგინება ტრიბუნიდან და ვკითხე, ოდესმე ასე თუ მოვქცეულვარ პარლამენტში?

ვიკა ბუკია: ყაველაშვილის ვიდეოც ჩავუგდე, სადაც დედაზე იგინება ტრიბუნიდან და ვკითხე, ოდესმე ასე თუ მოვქცეულვარ პარლამენტში?
ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
პარლამენტი არ მაძლევს აკრედიტაციას და მიზღუდავს პარლამენტში შესვლის უფლებას ჟურნალისტის სტატუსით. როდესაც მიზეზი მოვიკითხე პარლამენტის პრესის გოგომ მაკა ზამბახიძემ (“დუეტი ჯორჯიას”მაკათი დავიმახსოვრე მისი გვარ-სახელი:) განმიმარტა, რომ შეურაცხყოფას ვაყენებ დეპუტატებს. ჰოდა, რა შეურაცხყოფას მეთქი? პასუხი არაა. მიხეილ ყაველაშვილის ვიდეოც ჩავუგდე, სადაც დედაზე იგინება ტრიბუნიდან და ვკითხე, ოდესმე ასე თუ მოვქცეულვარ პარლამენტში? ან რაიმე სულ მცირედად მსგავსი, თუ მითქვამს, რასაც ამბობს ის სამხარაძე, ტანტრუმებს რომ ატარებს ხოლმე და ქცევის თერაპიაზე სიარულზე უარს ამბობს.
აი, მაგის პატრონი მე მეუბნება შეურაცხყოფას აყენებ ჩვენს ბიჭებსო. ჯერ ერთი, დებატის დედოფალი ვარო რომ გაიძახის წილოსანი. რა შანსი ქონდა მიეჩინა ჩემთვის ადგილი, მაგრამ არ მიშვებენ.
სულ რომ „UZRDELI” ვიყო, მსურს გავიგო, რას ნიშნავს ეს შეფასება პარლამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან და როგორ შეიძლება იგი წარმოადგენდეს სამართლებრივ საფუძველს ჟურნალისტის საქმიანობისთვის საჭირო აკრედიტაციის უარის გასამართლებლად.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.