(ვიდეო) – “ჯობა ამის გამო დააკავეს”– ვიკა ბუკია

აქტივისტი და მორაგბე, ლევან ჯობავა, სავარაუდოდ, დააკავეს. დაკავების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„ჯობას მოაკითხეს და გადაიყვანეს გამოკითხვაზე!!!”, – წერს სოციალურ ქსელში მისი და, ანიჩკა ჯობავა.
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია. ავრცელებს ვიდეოს და წერს:
ჯობა ამის გამო დააკავეს. გუშინ რუსთაველზე ცდილობდა მოეშორებინა მომიტინგეებისთვის ეს პროვოკატორი კაცი, ადამიანი, რომელიც დემონსტრანტებზე ცდილობდა თავდასხმას. პარლამენტთან პოლიცია აღარ დგას, რომ ასეთ შემთხვევებს გაუმკლავდეს. ლევანი უკვე მეორედ იცავს დემონსტრანტებს. ჩვენი სუპერ-გმირი დღეს დაიჭირეს გზის გადაკეტვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე