ვითარება ზუგდიდის საკრებულოში | ენმ-ის აპარატის 4 თანამშრომელი “ოცნებამ” და ენმ-მ ერთობლივი გადაწყვეტილებით გაათავისუფლა

ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში მომუშავე 4 თანამშრომელი აპარატიდან “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივი გადაწყვეტილებით გაუშვა. საკრებულოს იურიდიულ სხდომაზე ხაბეიშვილის მომხრე დეპუტატებმა შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანეს და ქართულ ოცნებასთან ერთად ჩააგდეს, რის შემდეგაც ს მომხრე ოთხივე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ კომისიას საკრებულოს 4 თანამშრომლის კონტრაქტის განახლება კენჭისყრით უნდა დაედასტურებინა, თუმცა კომისიის წევრებმა თანამშრომლებს საკმარისი ხმა არ მისცეს. კომისიის სხდომაზე ერთმანეთს ენმ-ის წევრები დაუპირისპირდნენ. ხაბეიშვილის გუნდის წევრებმა თანამშრომლებისათვის ხელშეკრულების გაგრძელებას ხმა არ მისცეს, რადგან ისინი ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.
გადაწყვეტილების მიღების დროს, კენჭისყრის მიმდინარეობისას ხაბეიშვილის მომხრე დეპუტატები საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატების მხარეს აღმოჩნდნენ და რიცხობრივად აჯობეს მელიას მომხრეებს. შესაბამისად, საკრებულოს ოთხივე თანამშრომელს ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციაა.იურიდიულ კომისიაში 11 დეპუტატია. კომისიის სხდომაზე კენჭისყრას 9 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან 4-მა “ოცნებიდან” და ორმა ენმ-დან, გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
გათავისუფლებული თანამშრომლები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ზუგდიდის საკრებულოში და ისინი მომხდარს ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან შურისძიებად აფასებენ, რადგან ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.