ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიეტნამში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, წყალდიდობა ვიეტნამის ჩრდილოეთ პროვინცია დიენ ბიენში ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
მათივე ცნობით, დაკარგულად ითვლება კიდევ რამდენიმე ადამიანი და შესაბამისად, მსხვერპლთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ხუთშაბათს ღამით, რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, წყლის დონე სწრაფად გაიზარდა, რამაც დაბლობ რაიონებში სახლები დატბორა და პროვინციის მთიან ნაწილებში წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.