არქივი28 ივლისი, 2025, 10:39
პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში ძლიერ წვიმას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში ძლიერ წვიმას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Reuters წერს, ამ დროისთვის კიდევ რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება და კატასტროფების რისკი გაიზრდება.
სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ხელისუფლებამ 4400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისათვის ელექტროენერგია 10 000-ზე მეტ ადამიანს არ მიწოდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.