ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო
ეროვნული გვარდია როდესაც ორთაჭალაში იყო, გვქონდა ომში დაღუპული ბიჭების კუთხე გვქონდა – ძირითადად სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების, კანდელი გვენთო და წმინდა ადგილივით იყო. მეტსაც ვიტყვი, ამერიკელები რომ ჩამოდიოდნენ თავდაცვაში, იცოდნენ, რომ ასეთი რამ არსებობდა და სანახავად მოდიოდნენ, ძალიან ღირსეული კუთხე იყო, – ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის თემის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ახალ შენობაში რემონტის ჩატარების მიზეზით, დაღუპული მებრძოლების ფოტოები ჩამოხსნეს და ყუთებში ჩაალაგეს, რემონტის დასრულების შემდეგ კი, აღნიშნული კუთხე არ აღადგინეს. თოფურიას განცხადებით, გვარდიაში დაინიშნა ახალი სარდალი, კაპიტანი წაქაძე, რომელმაც დაღუპულების ფოტოები ყუთებიდან გადმოყარა და ფეხებით შესდგა.
„მოგვიანებით ეს შენობა შეიცვალა, გადავიდა ჯერ თავდაცვაში, მერე ბევრად დაბალი ხარისხის ცალკე შენობაში, როგორც ყველაფერი წავიდა უარესობისკენ. შევარდნაძის დროს ვეტერანების დროს უკეთესი პაკეტი იყო და სააკაშვილის დროს კიდევ უფრო გაუარესდა. 2008 წელს დაინიშნა ნაბრძოლი, ვეტერანი და ჩვენი აქციის ერთ-ერთი თანამონაწილე დათო აფციაური, რომელმაც [დაღუპულების] სურათები აღადგინა, გააკრა. შემდეგ აფციაური მოხსნეს და სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – ყუთებში ჩაალაგეს და ელაგა ერთ ადგილას. რემონტიც გაკეთდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს აღარ ეღირსებოდათ ღირსეულ ადგილას [დაბრუნება], იდო ამ ყუთში და არავინ ერჩოდა. შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი, რომელმაც ეს სურათები ყუთიდან გადმოყარა, ჩარჩოებით, შუშებით და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს აქო – გვარად წაქაძე, კაპიტანი. ჯერ გვარდიას რომ სარდლად კაპიტანს დაუნიშნავ, პატარა ბიჭს, ახალი ჯიშის გამოყვანილს – როგორც გამოჰყავდათ ახალი ჯიში, წაქაძის სახითაც გამოიყვანეს ახალი ჯიში და ის სააკაშვილის „გმირის” ყველა ნორმატივს ასრულებდა. 200 ბიჭის სურათი იყო, იქ ავარიით და გულით მკვდარი არავინ იყო, ყველა ბრძოლაში დაღუპულზეა საუბარი და ეს სურათები ნაგავში გადააყრევინა.“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
Previous: გენერალურ პროკურორად წარდგენილი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული