ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს და დავგმე ტერორიზმი” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ცნობით, მან ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევს.
ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.
იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.