არქივი16 ნოემბერი, 2023, 10:39
ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია "დიდი შეცდომა" იქნებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, უთხრა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს შექმნა იქნებოდა, ღაზის სექტორის ოკუპაცია კი - "დიდი შეცდომა".
ბაიდენმა 15 ნოემბერს ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს ღაზაში მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც დატყვევებული ჰყავს რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს,“ რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.