ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვერ წარმოიდგენთ, მის შეძენასთან ისე ახლოს ვიყავით" - დე ლაურენტისმა ჰოლანის არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაიხსენა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-თან ინტერვიუში ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "ნაპოლი" "ზალცბურგიდან" ნორვეგიელი ფორვარდის დამატებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
დე ლაურენტისის თქმით, ამის მიზეზი ჰოლანის ყოფილი აგენტი მინო რაიოლა გახდა.
"საწყალ რაიოლას გავიხსენებ, ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, მან ჰოლანის შეძენა შემომთავაზა, ნორვეგიელის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული დავრჩი და "ზალცბურგს" მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შევთავაზე. რაიოლამ მითხრა, რომ ამ ტრანსფერზე არ მენერვიულა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მინოს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. დიახ, ის ნამდვილი პროფესიონალი იყო,
თუმცა პირად ინტერესებს კლუბების ინტერესზე მაღლა აყენებდა", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში, ფილტვის დაავადებით გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.