არქივი23 მაისი, 2024, 06:24
ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით – ბორელი
საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს ჟოზეფ ბორელი.
“ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები,” – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.