არქივი22 მაისი, 2024, 19:22
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია – ბორელი
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
„ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“, – აღნიშნა ბორელმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.