ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 920 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3360 დაშავდა. დაახლოებით 172 ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

ვენესუელის მოქალაქეების გარდა გარდაცვლილთა შორის ასევე არიან ბრაზილიის, ჩინეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები.

ხორხე როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელის ძალები აგრძელებენ საძიებო სამუშაოებს.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.