არქივი28 ივნისი, 2026, 00:34
ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს - მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
ქვეყანაში დამატებით უცხოური სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ხელისუფლება კი ყველაზე მეტად დაზარალებულ სანაპირო რაიონებში გადარჩენილების ძებნას აგრძელებს.
ასევე, მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს.
არსებული ცნობებით, დაშავებულია 3360-ზე მეტი ადამიანი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.