ველოდებით ქსელის წყლისგან დაცლას – კომპანიის პასუხი და ტონობით სასმელი წყალი თბილისის ქუჩებში

დღეს ვაშლიჯვარში, წყლის მილი გასკდა, და ტონობით სასმელი წყალი ქუჩებში იღვრება.
კომპანია GWP განცხადებას ავრცელებს და წერლს, რომ წყალსადენის მაგისტრალის ქსელი ავარიულად დაზიანდა, თუმცა, არ წერს, კონკრეტულად რამ გამოიწვია ავარია და, ან ასე მოკლე ხანში, კონკრეტულად ვინ და როგორ დაადგინა, რომ ავარია იყო და არა მაგალითად, გულგრილობით, ან უყურადღებოდით გამოწვეული დანაშაული,
კომპანიის ცნობით, “წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.”
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.
ვაშლიჯვარში კვლავ ასეთი მდგომარეობაა! 40 წუთია სასმელი წყალი ასე იღვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ